28 ოქტომბერი, 2024

საიზოლაციო მასალების სახეები და გამოყენება

თანამედროვე სამშენებლო ბაზარზე თბო-საიზოლაციო მასალების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. ყველაზე გავრცელებული ხუთი სახეობაა: EPS (გაფართოებული პოლისტიროლი), XPS (ექსტრუდირებული პოლისტიროლი), მინის ბამბა, ბაზალტის ბამბა და ფოლგის საიზოლაცია. თითოეულს აქვს თავისი სფერო — სწორი გამოყენება გადამწყვეტია ეფექტიანობისთვის.

EPS — ეკონომიური, ფართოდ გამოყენებული ფასადების, სახურავებისა და იატაკის თბოიზოლაციისთვის. XPS — უფრო მაღალი სიმკვრივე და ნესტგამძლეობა; ოპტიმალური საძირკვლებისა და ბრტყელი სახურავებისთვის. მინის ბამბა — მსუბუქი, კარგი ხმის შთამნთქმელი; ხშირად გამოიყენება შიდა კედლებში და სახურავის ფენებში. ბაზალტის ბამბა — ცეცხლმედეგი, ვენტ. ფასადებისა და სამრეწველო ობიექტებისთვის შესანიშნავი. ფოლგის საიზოლაცია — ჭარბი სისქის გარეშე სითბოს ამრეკლი ეფექტი, პოპულარულია სახურავის სივრცეებში.

BDI-ი გთავაზობთ ამ ყველა კატეგორიის მასალებს სხვადასხვა ბრენდისა და სიმკვრივის მიხედვით. მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული შერჩევისთვის ჩვენი ტექნიკური კონსულტანტი შეიმუშავებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. სწორი იზოლაცია ამცირებს გათბობის ხარჯს 30–50%-ით.